www.greennet.ge
საკონტაქტო ინფორმაცია

გრინნეტი
მისამართი: საქართველო, 0179, თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქ. 12ა
ტელ: +995 32 555700
ფაქსი: +995 32 550234
გრინნეტი
ჩვენს შესახებ სიახლეები გადაწყვეტილებები მომსახურება ვაკანსიები დაგვიკავშირდით
  თქვენ იმყოფებით აქ: მთავარი გვერდი >> ჩვენს შესახებ გადაიწერეთ ქართული ფონტები
English

ჩვენს შესახებ

გრინნეტი დაარსდა 1998 წელს მაღალი ხარისხის ქსელური და სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებისადმი არსებული მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. კომპანიის სწრაფი ზრდისა და განვითარების შედეგად გრინნეტმა დაიმკვიდრა საპატიო ადგილი მოწინავე სისტემურ ინტეგრატორთა შორის.

ჩვენ გვაკავშირებს მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობები მსოფლიო ლიდერებთან ქსელურ და სატელეკომუნიკაციო სფეროში, რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ უახლეს ტექნოლოგიებზე დამყარებული გადაწყვეტილებები. ჩვენი გადაწყვეტილებები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მსხვილი კორპორაციებისთვის, ბანკებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, ინდივიდუალური მიდგომით, მაღალი ეფექტურობით და საიმედოობით.


ჩვენი მიზნები და მიღწევები

ჩენი მიზანია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით. ჩვენი გადაწყვეტილებები ხელს უწყობს კონკურენტუნარიანობის ზრდას ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტურობის ამაღლების ხარჯზე.

ჩვენ ვიღწვით უმაღლესი ხარისხის ქსელებისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების შესაქმნელად, არსებული სისტემების ხარისხის ასამაღლებლად და საზოგადოებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებში ცნობიერების გასაღრმავებლად.

წლების განმავლობაში ჩვენ ვემსახურებით ქართული და საერთაშორისო კომპანიებისა და ორგანიზაციების ფართო სპექტრს. მოხარულნი ვიქნებით გემსახუროთ თქვენც!


რას გთავაზობთ გრინნეტი

გრინნეტი გთავაზობთ სრულ საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებს. ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- ქსელის დაგეგმარებას
- კონსულტირებას საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებში
- აპარატურის მოწოდებას
- ინსტალაციას
- ტექნიკურ მხარდაჭერას
- ტექნიკური პერსონალის ტრეინინგს

წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ უახლეს ტექნოლოგიებზე დამყარებული, ეფექტური და საიმედო გადაწყვეტილებები.


ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები

ჩვენ გვაკავშირებს მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის ლიდერებთან: Cisco Systems, HP, Apple, Schmid Telecom, Motorola, Proxim და ა.შ.


ჩვენი კლიენტები

მოხარულნი ვართ ვემსახუროთ საქართველოს მოწინავე კომპანიებსა და ორგანიზაციებს. ჩვენს კლიენტთა შორის არიან: ახალი ქსელები/ახტელი, ბათუმი ნეტი, კავკასიის ციფრული ქსელი, ეგრისი, ჯეოსელი, ჯორჯია ონლაინი, გლობალ ერთი, გრენა (საქართველოს კვლევითი და საგანმანათლებლო ქსელების ასოციაცია), მაგთიკომი, SkyVision საქართველო, ტელენეტი, გაერთიანებული ქართული ბანკი, TBC ბანკი, თბილუნივერსალბანკი, ინვესტბანკი, პროკრედიტ ბანკი, საქართველოს ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკი, სახალხო ბანკი, ალდაგი, ავერსი, British Airways, Ernst & Young, Georgian Card, იმედი ჯგუფი, PSP-Richter, Silk Road ჯგუფი, Spie Petrofac, ტელეკომპანია "მზე", გაერთიანებული ფინანსური კორპორაცია (UFC), IRIS საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, UNOMIG და მრავალი სხვა.

mac win

©1998 - 2007 შპს "გრინნეტი". ყველა უფლება დაცულია.  
Disclaimer