|
სიახლეები |
 |
14 სექტემბერი, 2008
გრინნეტი 10 წლისაა.
დღეს გრინნეტი 10 წლის გახდა. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა პარტნიორს, დამკვეთს და თანამშრომელს ამ წლების განმავლობაში ურთიერთობისთვის. კიდევ მრავალი წლის განმავლობაში თქვენი ქსელების სამსახურში გვიგულეთ. |
 |
27 მაისი, 2008
გრინნეტმა დაასრულა HSBC ბანკის სათაო ოფისის ლოკალური ქსელის ინსტალაცია.
გრინნეტმა დაასრულა HSBC ბანკის სათაო ოფისის ლოკალური კომპიუტერული ქსელის ინსტალაცია HSBC ბანკის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. |
 |
28 აპრილი, 2008
გრინნეტმა მიიღო მეორე Cisco Advanced სპეციალიზაცია - Cisco Advanced Unified Communications.
გრინნეტმა, ერთადერთმა ამიერკავკასიაში, მიიღო Cisco Advanced Unified Communications სპეციალიზაცია. დღესდღეობით, გრინნეტს აქვს ყველაზე მეტი Cisco-ს სპეციალიზაცია საქართველოში. გრინნეტი არის ერთადერთი კომპანია რეგიონში, რომელიც ფლობს ორ Advanced სპეციალიზაციას - Cisco Advanced Security და Cisco Advanced Unified Communications. |
 |
24 დეკემბერი, 2007
Georgian Card-ის უსაფრთხოების სისტემის რედიზაინი.
გრინნეტმა საპროცესინგო ცენტრ "ჯორჯიან ქარდში" ქსელის და უსაფრთხოების რედიზაინის პროექტი განახორციელა VISA-ს უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. |
 |
26 ოქტომბერი, 2007
გრინნეტი გახდა tyco Electronics-ის პარტნიორი
გრინნეტი გახდა tyco Electronics AMP NETCONNECT-ის NETCONNECT Installation კონტრაქტორი (NI). გრინნეტი არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც 25-წლიან გარანტიას უზრუნველყოფს AMP NETCONNECT-ის ბაზაზე ინსტალირებულ ქსელებზე. |
|
|
26 თებერვალი, 2007
გრინნეტი გადავიდა ახალ ოფისში.
გთხოვთ ჩაინიშნოთ ჩვენი ახალი მისამართი:
თბილისი, 0179, ირაკლი აბაშიძის ქ. 12ა.
|
|
1 იანვარი, 2007
გრინნეტმა მიიღო Cisco Advanced Security Partner სპეციალიზაცია
გრინნეტი გახდა პირველი Cisco Systems-ის პარტნიორი კავკასიის რეგიონში, რომელმაც მიიღო Cisco Advanced Security სპეციალიზაცია. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიის სერტიფიცირებული სტატუსის ამაღლებისკენ Silver პარტნიორობამდე.
|
|
|
26 დეკემბერი, 2006
გრინნეტის ტრეინინგის განყოფილების სამმა სტუდენტმა წარმატებით გაიარა CCNP სერტიფიკაცია.
გრინნეტის ტრეინინგის განყოფილება მოხარულია გაცნობოთ, რომ ტრეინინგის კურსის დასრულების შემდეგ ჩვენმა სამმა სტუდენტმა წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდების სერია და მიიღო CCNP (Cisco Certified Networking Professional) სერტიფიკაცია. ვულოცავთ ალექსანდრე საანიშვილს (მაგთიკომის ქსელის უფროს ადმინისტრატორს), გიორგი შიუკაშვილს (საქართველოს ბანკის WAN-ის უფროს ადმინისტრატორს) და ალექსანდრე ზატიაშვილს (სტანდარტ ბანკის ქსელური ინფრასტრუქტურის გუნდის უფროსს) წარმატებას! |
 |
27 - 29 აპრილი, 2005
GeorgiaTel '05
ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მეორე საერთაშორისო გამოფენა GeorgiaTel '05 გაიმართა თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში 27 - 29 აპრილს. გრინნეტმა წარმოადგნა უსადენო გადაწყვეტილებების ფართო სპექტრი და Apple-ს ახალი პროდუქცია. |
 |
1 იანვარი, 2005 წ.
საქართველოს ყველაზე ჭკვიანმა ბავშვმა გრინნეტისგან iBook-ი მიიღო
ახალი თაობის ინტელექტუალური განვითარების სტიმულირების მიზნით გრინნეტმა დააწესა სპეციალური პრიზები შოუ "ყველაზე ჭკვიანის" გამარჯვებულისთვის და ფინალისტებისთვის. ყველა ფინალისტმა მიიღო პერსონალური კომპიუტერი, ხოლო გამარჯვებულმა - Apple-ს პორტატიული კომპიუტერი iBook-ი. ვულოცავთ თორნიკე ჭუმბურიძეს ბრწყინვალე გამარჯვებას! |
 |
22 დეკემბერი, 2004 წ.
გრინნეტმა მიიღო მოტოროლას მიერ ავტორიზებული Canopy-ს გადაწყვეტილებების მომწოდებლის სტატუსი
გრინნეტმა წარმატებით გაიარა სერტიფიკაცია და დააკმაყოფილა რა მოტოროლას მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მიიღო ავტორიზებული Canopy-ს გადაწყვეტილებების მომწოდებლის სტატუსი. |
|
14 ნოემბერი, 2004 წ.
უსადენო კავშირი ახალციხესა და ახალქალაქს შორის დამყარებულია
სამცხე-ჯავახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში გრინნეტმა უზრუნველყო ახალქალაქსა და ახალციხეს შორის უსადენო კავშირი Motorola Canopy-ს აპარატურის ბაზაზე. მეტი ინფორმაცია... |
 |
26 - 29 ოქტომბერი, 2004 წ.
Elcomm Caucasus 2004
გრინნეტმა მონაწილეობა მიიღო ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მეხუთე საერთაშორისო გამოფენა Elcomm Caucasus 2004-ში. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა სემინარები კორპორატიული და სატელეკომუნიკაციო სექტორისთვის, რომელთა მიმართ დამთვალიერებლებმა უპრეცედენტო ინტერესი გამოიჩინეს. ამასთან დაკავშირებით, ფონდმა "ქართული ხარისხი" და ექსპო ჯორჯიამ გრინნეტი დაასახელეს "საუკეთესო მომხმარებელთან კომუნიკაციის" ნომინაციაში გამარჯვებულად. მეტი ინფორმაცია... |
 |
28 - 30 აპრილი, 2004 წ.
გრინნეტი Georgia Telecom '04-ზე
პირველად საქართველოში გრინნეტმა წარმოადგინა Cisco Systems-ის მობილური IP ტელეფონიის გადაწყვეტილება გამოფენა Georgia Telecom '04-ის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა 28 - 30 აპრილს შერატონ მეტეხი პალასში. |
 |
იანვარი, 2004 წ.
გრინნეტმა წარმატებით გაიარა რესერტიფიკაცია
წელს გრინნეტმა კვლავ დააკმაყოფილა და გადააჭარბა Cisco Systems-ის სასერტიფიკაციო მოთხოვნებს და დაადასტურა Cisco-ს პრემიერ პარტნიორის სერტიფიკაცია.
1999 წლიდან, როდესაც გრინნეტმა პირველად მიიღო Cisco Systems-ის სერტიფიცირებული პრემიერ პარტნიორის სტატუსი, ჩვენ გთავაზობთ უახლეს მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს Cisco-ს ტექნოლოგიების ბაზაზე. |
 |
ნოემბერი, 2003 წ.
გრინნეტი გახდა OlenCom Electronics-ის დისტრიბიუტორი საქართველოში
გრინნეტმა დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა ერთ-ერთ ლიდერთან საინფორმაციო და ტელეკომუნიკაციის სფეროში - OlenCom Electronics-თან. OlenCom Electronics-ის გადაწყვეტილებების სპექტრი მოიცავს მონაცემთა და ხმის გადაცემის მოწყობილობებს სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის, ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის, სამხედრო და კორპორატიული ქსელებისთვის. |