www.greennet.ge
საკონტაქტო ინფორმაცია

გრინნეტი
მისამართი: საქართველო, 0179, თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქ. 12ა
ტელ: +995 32 555700
ფაქსი: +995 32 550234
გრინნეტი
ჩვენს შესახებ სიახლეები გადაწყვეტილებები მომსახურება ვაკანსიები დაგვიკავშირდით
  თქვენ იმყოფებით აქ: მთავარი გვერდი >> მომსახურება გადაიწერეთ ქართული ფონტები
English

ქსელის დიზაინი და ინსტალაცია

ჩვენი მდიდარი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ მომსახურება ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის ქსელების და სატელეკომუნიკაციო სისტემების დიზაინსა და ინსტალაციაში. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი კომპანიისა თუ ორგანიზაციის მოთხოვნილება - ერთი შენობის ფარგლებში მოქცეული ლოკალური ქსელი თუ ეროვნული მასშტაბით ფილიალების გაერთიანება - გრინნეტს გააჩნია ცოდნა და გამოცდილება პროექტის განხორციელების ნებისმიერ ფაზაში ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.


ტექნიკური მხარდაჭერა

გრინნეტი გთავაზობთ ტექნიკური მხარდაჭერის მოქნილ სქემებს, რომლებიც თითოეული კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად ვარირებას განიცდის და უზრუნველყოფს მიზანმიმართულ, ეფექტურ ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც მორგებულია თქვენს მოთხოვნილებებზე. მომსახურება ობიექტზე და სერვის-ცენტრში, ქსელის მონიტორინგი, 24-საათიანი "ცხელი ხაზი" - ყოველივე ეს თქვენს განკარგულებაშია.

ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებენ მსოფლიო ლიდერის ქსელურ ტექნოლოგიებში, Cisco Systems-ის მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალები.


ტრეინინგი

წლების მანძილზე გრინნეტმა დაიმკვიდრა ერთ-ერთი წამყვანი პროფესიონალური ტრეინინგის პროვაიდერის რეპუტაცია. ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ მრავალი მსხვილი კორპორაციის, ბანკის, საერთაშორისო ორგანიზაციისა და სამხედრო სტრუქტურის ტექნიკური თანამშრომლების ტრეინინგი. გარდა სტანდარტული Cisco Systems-ის და Microsoft-ის კურსებისა, კორპორატიულ კლიენტებს ვთავაზობთ მიზანმიმართულ, კონკრეტულ პრობლემებზე ორიენტირებულ ტრეინინგს ობიექტზე გასვლით.

CCNA™, CCNP™ და MCSE™ სერტიფიკაციისთვის მოსამზადებელ კურსებს გთავაზობთ VUE-ს ავტორიზებული ტესტინგ ცენტრთან ერთად. სწავლის პროცესში გათვალისწინებულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გაკვეთილებიც. ამჟამად კურსები მისაწვდომია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.

mac win

©1998 - 2007 შპს "გრინნეტი". ყველა უფლება დაცულია.  
Disclaimer