www.greennet.ge
საკონტაქტო ინფორმაცია

გრინნეტი
მისამართი: საქართველო, 0179, თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქ. 12ა
ტელ: +995 32 555700
ფაქსი: +995 32 550234
გრინნეტი
ჩვენს შესახებ სიახლეები გადაწყვეტილებები მომსახურება ვაკანსიები დაგვიკავშირდით
  თქვენ იმყოფებით აქ: მთავარი გვერდი >> გადაწყვეტილებები >> კორპორატიული და საბანკო სექტორისთვის გადაიწერეთ ქართული ფონტები
English

გადაწყვეტილებები კორპორატიული და საბანკო სექტორისთვის


მსხვილ კორპორაციებს ხშირად რთული, კომპლექსური სატელეკომუნიკაციო მოთხოვნილებები გააჩნიათ - თანამშრომლებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა უნდა იყოს სანდო, ეფექტური, მართვადი და უსაფრთხო.

კორპორატიული ლოკალური ქსელი

კორპორატიული ლოკალური ქსელი შედგება რამდენიმე "სამკუთხედისგან" - ჩართვის დონის კომუტატორები დაკავშირებულია გამანაწილებელი დონის კომუტატორებთან მაღალსიჩქარიანი არხებით, ჩვეულებრივ ეს არის მულტიმოდური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. ჩართვის დონის კომუტატორები უზრუნველყოფენ პორტების დიდ რაოდენობას მომხმარებელთა ჩასართავად და 2 uplink პორტს მაგისტრალთან შესაერთებლად. ამ კომუტატორების მიერ ხორციელდება მრავალრიცხოვანი ფუნქციის მხარდაჭერა, როგორიც არის VLAN-ები, 802.1q trunks, 802.1p CoS, 802.1 Spanning tree და ა.შ. მაგრამ მთავარი როლი ცენტრალური და გამანაწილებელი დონის კომუტატორებს ეთმობათ - სწორედ აქ ხორციელდება მესამე დონის მარშრუტიზაცია, VLAN-ების ტერმინაცია და ქსელური და სატრანსპორტო დონეების დაშვების კონტროლი.

ჩვენი მომსახურების სპექტრი მოიცავს ქსელის პროექტირებას, ოპტიკურ-ბოჭკოვან და სპილენძის კაბელირებას, აპარატურის მოწოდებას, ინსტალაციას, კონფიგურირებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის შემუშავებას.


კავშირი ფილიალებს შორის

მსხვილ კორპორაციებს ხშირად უჩნდებათ ფილიალებსა და სათაო ოფისს შორის კომუნიკაციის მოთხოვნილება. თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა, შესაძლებელია საკუთარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ან სატელიტური ქსელის შექმნა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ერთადერთი გადაწყვეტილებაცაა, მაგრამ უფრო ხშირად ხდება ისე, რომ კომპანიის თითოეული ფილიალი მდებარეობს რომელიმე ინტერნეტ პროვაიდერის საკომუნიკაციო კვანძთან ახლოს. ამგვარად, შესაძლებელი ხდება პროვაიდერის ინფრასტრუქტურის გამოყენება ოფისთა შორის კავშირის დასამყარებლად. ჩვენი VPN გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ დონეს და მისაწვდომ ფასს.


მონაცემთა, ხმის და ვიდეოგამოსახულების გადაცემის ინტეგრაცია

კომუნიკაცია ოფისებს შორის არ შემოიფარგლება მხოლოდ მონაცემთა გადაცემით - გრინნეტი გთავაზობთ მონაცემთა, ხმის და ვიდეოგამოსახულების გადაცემის ინფრასტრუქტურის ინტეგრაციას, რაც საშუალებას მოგცემთ გააერთიანოთ სატელეფონო და მონაცემთა გადაცემის ქსელი და საგრძნობლად შეამციროთ ფილიალთა შორის კომუნიკაციასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯები. გარდა ამისა, იგივე ინფრასტრუქტურის გამოყენება ვიდეოკონფერენციების მოსაწყობადაც შეიძლება.

mac win

©1998 - 2007 შპს "გრინნეტი". ყველა უფლება დაცულია.  
Disclaimer