www.greennet.ge
საკონტაქტო ინფორმაცია

გრინნეტი
მისამართი: საქართველო, 0179, თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქ. 12ა
ტელ: +995 32 555700
ფაქსი: +995 32 550234
გრინნეტი
ჩვენს შესახებ სიახლეები გადაწყვეტილებები მომსახურება ვაკანსიები დაგვიკავშირდით
  თქვენ იმყოფებით აქ: მთავარი გვერდი >> გადაწყვეტილებები >> მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადაიწერეთ ქართული ფონტები
English

გადაწყვეტილებები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის


ლოკალური ქსელების ინსტალაცია და მოდერნიზაცია

ექსპლუატაციაში შეყვანილი ლოკალური ქსელების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ქსელის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას ხშირად თან ახლავს წარმადობის დაცემა, რაც გამოწვეულია შეზღუდულ რესურსებზე გაზრდილი მოთხოვნილებით, რაც, თავის მხრივ, იწვევს კომპანიისა თუ ორგანიზაციის მუშაობის ეფექტურობის დაცემას.

ლოკალური ქსელის მოდერნიზაცია ხშირად დაკავშირებულია უმნიშვნელო სტრუქტურულ ცვლილებებთან, რაც სწრაფად განხორციელებადი და ხელმისაწვდომია. ჩვენი გადაწყვეტილებები ითვალისწინებს ქსელის დიზაინს, ინსტალაციასა და მოდერნიზაციას Microsoft Windows 2003/2000/NT Server და UNIX-based პლატფორმებზე.


უსაფრთხოება ლოკალურ ქსელში

ქსელის უსაფრთხოება ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა იყოს მიჩნეული ნებისმიერი კომპანიისა თუ ორგანიზაციისთვის, რომელიც დაკავშირებულია გარე სამყაროსთან. ლოკალური ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გთავაზობთ Firewall-ის ინსტალაციას. მისი ძირითადი ფუნქციაა განსაზღვროს ის პირობები, რომელთა თანახმად გარე სერვერებსა თუ მომხმარებლებს შეუძლიათ თქვენს ქსელთან ურთიერთქმედება და აღკვეთოს არაავტორიზირებული კავშირის დამყარების მცდელობები.


უსადენო ქსელები

უსადენო ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობები აშკარაა - გადაადგილდით თავისუფლად ოფისებსა და საკონფერენციო დარბაზებს შორის ქსელში ჩართვისა და გამორთვის გარეშე ან დააკავშირეთ ერთმანეთთან ლოკალური ქსელის ორი სეგმენტი, რომელიც 40 კილომეტრამდე მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული. გრინნეტი გთავაზობთ სრულ 11 Mbps უსადენო გადაწყვეტილებას.


დამატებითი მომსახურება

თქვენს განკარგულებაშია დამატებითი სერვისების ფართო სპექტრი: საფოსტო, FTP, DNS, Proxy, NAT, Remote Access სერვისების ინსტალაცია, კონფიგურაცია და შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერა.

mac win

©1998 - 2007 შპს "გრინნეტი". ყველა უფლება დაცულია.  
Disclaimer