გადაწყვეტილებები სერვის პროვაიდერებისთვის
სერვის პროვაიდერის ბიზნესის წარმატებულობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მუდმივ ტექნიკურ განვითარებასთან - ახალი მომსახურების სახეების შეთავაზება, 24-საათიანი სტაბილური სერვისის უზრუნველყოფა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა უაღრესად მნიშვნელოვანია ნებისმიერი სერვის პროვაიდერისთვის. ჩვენ ვეხმარებით ახალ პროვაიდერებს მათი ბიზნესის ჩამოყალიბებაში, ხოლო მოქმედ პროვაიდერებს ტექნიკურ სრულყოფასა და მოდერნიზაციაში.
კავშირგაბმულობის ოპერატორის ინფრასტრუქტურის პროექტირება და ექსპლუატაციაში შეყვანა
კავშირგაბმულობის ოპერატორის ინფრასტრუქტურის დეტალური ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება ამ სფეროში საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ უახლეს ტექნოლოგიებზე დამყარებული მრავალფუნქციონალური და დახვეწილი დიზაინი. პროვაიდერის არსებული ინფრასტრუქტურის ანალიზის შედეგად კი შემოგთავაზებთ მისი ეფექტურობის ამაღლების, ოპტიმიზაციისა თუ მოდერნიზაციის პროექტს.
ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მართვადობის, მასშტაბირებადობის და უსაფრთხოების საკითხებს, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროვაიდერისთვის. შეგვიძლია შემოგთავაზოთ მხარდაჭერა პროექტის რეალიზაციის ნებისმიერ ფაზაში: პროექტირებაში, აპარატურის მოწოდებასა და ინსტალაციაში.
Voice over IP გადაწყვეტილებები
ინტერნეტი ფუნდამენტალურად ცვლის დამკვიდრებულ შეხედულებებს ტელეფონიისა და კომუნიკაციის საშუალებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სატელეფონო და მონაცემთა გადაცემის ქსელები დეკადების განმავლობაში თანაარსებობდნენ, ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარდნენ. IP ტელეფონია იძლევა მათი ერთიან ქსელში ინტეგრირების საშუალებას, რაც უაღრესად ეკონომიურია და დამატებით ფუნქციონალურობას ანიჭებს სატელეფონო კავშირს.
ჩვენი Voice over IP გადაწყვეტილებები მოიცავს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპს - პროექტირებიდან ექსპლუატაციაში შეყვანამდე.
ავტორიზაციის და აღრიცხვის (ბილინგის) გადაწყვეტილება
ავტორიზაციას და აღრიცხვას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება ინტერნეტის თუ IP ტელეფონიის სერვის პროვაიდერის ინფრასტრუქტურაში. გრინნეტმა შეიმუშავა მოდულური პროგრამული გადაწყვეტილება - GREEN Billing System™ - რომელიც უზრუნველყოფს ფართო ფუნქციონალურობასა და სიმარტივეს ექსპლუატაციაში.